LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Maroon 5-ის კონცერტის პერიოდში ბათუმში სასტუმრო ადგილები დაჯავშნილია

64

აჭარაში, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე სასტუმროების უმრავლესობა ტურისტების დიდ რაოდენობას ელოდება. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ივნისის მეორე კვირა, ბათუმში Maroon 5-ის კონცერტის პერიოდი.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 5-8 ივნისს ბათუმში არსებული საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროებში ნომრების უმრავლესობა გაყიდული ან დაჯავშნილია.  თავისუფალი ოთახები აღარ აქვთ როგორც არსებულ ბრენდულ სასტუმროებს შერატონს, ჰილტონსა და რედისონს, ასევე  ქალაქში არსებულ სხვა მაღალი კლასისა და დაბალბიუჯეტიან სასტუმროებს. ქალაქში ტურისტების დიდ რაოდენობას ელოდებიან ჯაზ ფესტივალის განმავლობაშიც, რომელიც ბათუმში 15-24 ივლისს გაიმართება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურისტების მზარდ რაოდენობას განსაკუთრებით რეგიონის სამიზნე ქვეყნებიდან ელოდება. რეგიონის ტურისტული პოტენციალისა და ქალაქში დაგეგმილი კულტურულ-გასართობი პროგრამების პოპულარიზაციას დეპარტამენტი 10 სამიზნე ქვეყანაში (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, უკრაინა, ისრაელი, პოლონეთი, ლიტვა, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსია) აქტიურად ეწევა.

გარდა კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისა, რომელიც წელს რეგიონის სტუმრებს პროექტ „ჰით ბათუმი“- ს ფარგლებში მრავლად ელოდებათ, საშუალება აქვთ მაღალმთიანი აჭარის ახალი და გასულ წელს არსებული ტურისტული მარშრუტებით ისარგებლოს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ შეიმუშავა. ესენია მირვეთის ექსტრემალური ველო მარშრუტი, მაჭახელას ისტორიულ-კულტურული მარშრუტი, ხიხანის სათავგადასავლო მარშრუტი და ქედა-შუახევის გასტრონომიული მარშრუტები. არსებული მარშრუტების შესახებ ინფორმაციის მიღება სტუმრებს, როგორც ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში, ასევე ნომერზე 577 90 90 93 შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები