LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარშალ გელოვანის გამზირზე ავტომანქანა აფეთქდა

113

მარშალ გელოვანის გამზირზე, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ შენობის მიმდებარედ, ღამით მანქანა აფეთქდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მერსედესის მარკის ავტომობილს ჯერ ცეცხლი გაუჩნდა, შემდეგ კი აფეთქდა. აფეთქების დროს მანქანაში აღარავინ იჯდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ ავტომობილში გაზის ბალონი იყო ჩამონტაჟებული, რომელიც ხანძრის შედეგად დაზიანდა. აფეთქებაც, სავარაუდოდ, ამან გამოიწვია.

აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა ახლოს მდებარე შენობის შუშები. ხანძრის ლოკალიზების პროცესში მსუბუქად დაშავდა ერთი მეხანძრე, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“ფორტუნას” შენობის შესასვლელი დღეს დილით

13873222_10209961795550753_1607805578274505711_n~ 13879365_10209961795350748_1118929360734094270_n~ 13895003_10209961794990739_8999050979123296838_n~ 13902623_10209961795150743_6029844281615956891_n