LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარშალ გელოვანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული 2 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს

50

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, – ამის შესახებ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ. მათი ინფორმაციით, იმ 6 ავტომობილში, რომლებიც ერთმანეთს შეეჯახა, 8 ადამიანი იმყოფებოდა. ექვს მათგანს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო ორი მგზავრის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ერთი დაშავებული ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოში, მეორე კი იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, არც ერთის მდგომარეობა მძიმე არ არის.

თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, „აგროჰაბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები