LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტყოფში თანამედროვე სტანდარტების მესაქონლეობის ფერმა მოეწყობა

226

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მესაქონლეობის ფერმა მოეწყობა, რისთვისაც შპს „ანგუს ჯგუფს“ 10 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი გადაეცა.

ფერმა წლის განმავლობაში 30 000 ლიტრი რძისა და 70 000 კილოგრამი საქონლის ხორცის წარმოებას და ადგილობრივი ბაზრისთვის მიწოდებას შეძლებს.

შეგახსენებთ, დღეის მდგომარეობით „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში სულ მხარდაჭერილია 329 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 800 მლნ ლარზე მეტს შეადგენს, ხოლო პროექტების შედეგად ქვეყანაში 13 200-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები