LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი ჰასკი გადაარჩინეს (ვიდეო)

Untitled

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ჰასკი ამოიყვანეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ჰასკი ამოიყვანეს. როგორც ჩანს, ძაღლმა მდინარის დამშრალ ნაპირამდე მიაღწია, ან დინებამ გამორიყა.

? მაშველებმა ის რამდენიმე წუთში ამოიყვანეს და თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც მას ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა. გადარჩენილი ჰასკი თავს კარგად გრძნობს და პატრონს თავშესაფარში ელოდება.

? ძაღლი არ არის იდენტიფიცირებული – არის ძუ, 3-4 წლის, უკეთია ყავისფერი საყელური.

? პატრონი დაგვიკავშირდეს ნომერზე – 577958555 – ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

https://www.facebook.com/AdminAMA/videos/2285369668415426/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები