LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასტერქარდი საქართველოს ბიზნეს გარემოთი დაინტერესდა

94

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში „ბლუმბერგის“ მიერ ორგანიზებულ გლობალურ ბიზნეს ფორუმს დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, ჯანელიძეს შესაძლებლობა ჰქონდა, გასაუბრებოდა ფორუმში მონაწილე მსოფლიო ლიდერებსა და უმსხვილესი ბიზნეს კომპანიების ხელმძღვანელებს. მათ შორის აშშ-ის 42-ე პრეზიდენტს ბილ კლინტონს, კანადის პრემიერ-მინისტრს ჯასტინ ტრუდოს, კომპანია „ბლუმბერგის” დამფუძნებელს მაიკლ ბლუმბერგს, რომელმაც მადლობა გადაუხადა ვიცე-პრემიერს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის და ხაზი გაუსვა ბიზნესისა და მთავრობის მჭიდრო თანამშრომლობას გლობაური გამოწვევების დაძლევის გზაზე.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა კომპანია „მასტერქარდის” აღმსარულებელ დირექტორს აჯაი ბანგას. კომპანია დაინტერესდა საქართველოს ბიზნეს გარემოთი და თანამშრომლობის შესაძლო სფეროების გამოსვლენად, შემდგომი თანამშრომლობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები