LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მცირე ჰესის მშენებლობა ბოტანიკური ბაღიდან მოშორებით არის დაგეგმილი

31

ჰესის მშენებლობა ბოტანიკური ბაღიდან მოშორებით არის დაგეგმილი, ამის შესახებ თბილისის მერმა განაცხადა. დავით ნარმანიას თქმით, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას, თუმცა დედაქალაქის მერიას მშენებლობის ნებართვა ჯერ არ გაუცია.

„მნიშვნელოვანია, რომ ჰესი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არ შენდება. ის განცხადებები, რაც გაკეთდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან, იყო მორიგი სიცრუის ტირაჟირება, ისევე, როგორც არაერთხელ აქამდე გაუკეთებიათ მათ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესი არ შენდება. რაც შეეხება მის გარეთ, საკმაოდ მოშორებულ ტერიტორიაზე პატარა ჰესის მშენებლობას, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ჩვენთან ჯერ პროექტის განხორციელებაზე მშენებლობის ნებართვა არ ყოფილა გაცემული, თუმცა დადგენილი წესით, ის იქნება განხილული“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები