LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე თმა შევიჭერი ქალაქის ბიუჯეტის ფულით – კალაძე ხაბეიშვილს პასუხობს

93

“მე თმა შევიჭერი ქალაქის ბიუჯეტის ფულით,” – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის ბრალდებას, რომლის მიხედვითაც, კახა კალაძე მილანში ბიუჯეტის ფულით იმყოფებოდა.

“ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხა, წავედი მილანში, ბილეთებში დავხარჯე ქალაქის ბიუჯეტიდან აღებული თანხა, იქ ვიღაცები დავპატიჟე ბარში, რესტორანში, იქაც ქალაქის ბიუჯეტის თანხებით, შემდეგ თმა შევიჭერი, არ ვიცი მოგწონთ თუ არა… ისე, უბრალოდ წავედი, გასართობად ქალაქის ბიუჯეტის თანხით, შემდეგ ღამის კლუბშიც ვიყავი,” – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები