LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე ვაკონტროლებ ლონდონის ბირჟას და გადაცემას “ვის უნდა 20 ათასი” – პრეზიდენტი

90

“მე ვაკონტროლებ არა მარტო სტრასბურგის სასამართლოს, არამედ ლონდონის საფონდო ბირჟას და გადაცემას „ვის უნდა ოციათასი“, –  ასე უპასუხა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ მარგველაშვილი „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენას ცდილობს.

პრეზიდენტს აინტერესებს, პოლიტიკოსები, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებიდან იღებენ ინფორმაციას.

„ჩემზე ამბობენ, რომ ვარ ტეტორიზმის მხარდამჭერი, რადგან ვეტო დავადე მოსმენების კანონს. რატომ, ან ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას, ჩემთვის გაუგებარია,“ – აცხადებს მარგველაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები