LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე წავალ: რონალდომ რეალიდან წასვლა გადაწყვიტა

40

კრიშტიანო რონალდოს „რეალის“ და ესპანეთის დატოვება სურს გადასახადების პრობლემის გამო.

პორტუგალიელი კლუბის დატოვებას კონფედერაციის თასის დასრულებისთანავე აპირებს. ფეხბურთელის გადაწყვეტილებაზე გადასახადების სიტუაციამ იქონია გავლენა: ხელისუფლება სუპერვარსკვლავს 14,7 მილიონ ევროს თხოვს.

კრიშტიანოს მოსწონს მადრიდში, მაგრამ არ სურს, რომ გადასახადების ისტორიამ მისი სახელი შებღალოს და „ოქროს ბურთის“ მიღებაზე იმოქმედოს, – წერს პორტუგალიური გამოცემა A Bola, – რონალდოს გადაწყვეტილება განხილვას არ ექვემდებარება. ამის შესახებ უკვე ეცნობა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს.

ესპანეთის პროკურატურამ რონალდო გადასახადების გადაუხდელობაში დაადანაშაულა. ფეხბურთელის წარმომადგენლები ყოველგვარ ბრალდებას უარყოფენ.
კლუბმა პორტუგალიელის მხარე დაიჭირა და თავისი ფეხბურთელი დაიცვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები