LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია: კიმ ჩენ ინი პერსონალური საპირფარეშოთი გადაადგილდება

29

ჩრდილოეთ კორეიდან გაქცეულმა ლი იუნ კეოლმა გამოცემა Newsweek-ს უამბო, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ე.წ. მობილური საპირფარეშოთი გადაადგილდება.

ლი იუნ კეოლი ადრე ჩრდილოეთ კორეის უსაფრთხოების სამსახურში ბიოლოგად მუშაობდა და 2005 წელს სამხრეთ კორეაში გაიქცა. მისი თქმით, ჩრდილოკორეელი ლიდერი პერსონალურ საპირფარეშოს მოგზაურობების დროს ატარებს იმიტომ, რომ დაზვერვამ მისი ექსკრემენტები არ მოიპოვოს.

“ლიდერის ექსკრემენტები შეიცავს ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის შესახებ, ამიტომ ის არასანდო ქვეყნის აგენტების ხელში არ უნდა მოხვდეს”, – განმარტა ბიოლოგმა.

მონტერეის კვლევითი ინსტიტუტის Middlebury-ის თანამშრომელმა ჯეფრი ლიუსმა თქვა, რომ კიმ ჩენ ინს სწორი შიშები აქვს, რადგან უკვე დიდი ხანია არსებობს ამის პრაქტიკა და მსოფლიო ლიდერების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ძალიან ხშირად ასეთი მეთოდით იგებენ.

ჟურნალისტების თქმით, საპირფარეშო კიმ ჩენ ინის კორტეჟის ერთ-ერთ ავტომობილშია ჩამაგრებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები