LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედია ქეით მიდლტონისა და მეგან მარკლის მსგავსებაზე წერს (ფოტო)

116

დღეს მედიაში განხილვის მთავარი თემა ქეით მიდლტონისა და მეგან მარკილის პირველი გამოჩენაა ქორწილის შემდეგ. პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ თაფლობის თვე სპეციალუად პრინცი ჩარლზის დაბადების დღის გამო გადადეს, სწორედ 22 მაისს გამოჩნდა ახლადდაქორწინებული წყვილი გრანდიოზული ქორწილის შემდეგ.

დასავლურ მედიაში წერენ, რომ მეგან მარკლი საოცრად ჰგავდა ქეით მიდლტონს, რომელიც 2012 წელს ქორწილის შემდეგ ასევე პირველად გამოჩნდა ოფიციალურ მიღებაზე.

როგორც ცნობილია, მეგან მარკლიმ პირველი ოფიციალური გამოსვლისთვის არჩევანი Goat-ის 800 დოლარად შეფასებულ კაბაზე გააკეთა. ანსამბლს კი Philip Treacy-ის შლაპა და Wilbur & Gussie-ის კლატჩი ასრულებდა. დაახლოებით ასეთივე ვარდისფერი კაბით ვიხილეთ პირველად ქეით მიდლტონი კენსინგტონის სასახლეში. ქეითს Emilia Wickstead-ის 2000 დოლარიანი კაბა ეცვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები