LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეცვლის თუ არა მეგან მარკლი ქეით მიდლტონს – სასექსის ჰერცოგინია ბავშვთა კლინიკას ესტუმრა

219
მეგან მარკლი

მეგან მარკლი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, საჯაროდ პირველად გამოჩნდა. სასექსის ჰერცოგინია ლოს-ანჯელესში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოს ესტუმრა, პატარა პაციენტები მოინახულა და სამედიცინო პერსონალისთვის მოხსენებაც წაიკითხა. მისი ვიზიტი დაემთხვა ქეით მიდლტონის გაუჩინარებას. უელსის პრინცესა ცოტა ხნის წინ საჯაროდ გამოჩნდა და განაცხადა, რომ ახლა ის სიმსივნესთან ბრძოლის რთულ პერიოდს გადის. დაუბრუნდება თუ არა მეგან მარკლი სამეფო ვალდებულებების შესრულებას, ეს ჯერ უცნობია.

ჰოსპიტალში ვიზიტისთვის მეგან მარკლიმ არჩევანი „ოსკარ დე ლა რენტას“ ულამაზეს ორეულზე გააკეთა, რომლის ღირებულებაც 3 490 დოლარია, ხოლო ანსამბლს ჰერცოგინიამ Love Affair-ის ბრენდის ფეხსაცმელი შეუხამა, რომელიც ოფიციალურ საიტზე 747 დოლარი ღირს. 

ქეით მიდლტონმა და პრინცმა უილიამმა ჰარი და მეგანი შვილებით ბრიტანეთში დაპატიჟეს, მეგან მარკლი ისევ უარზეა

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ქეით მიდლტონისგან, რომელიც ახლა სიმსივნეს ებრძვის, ბოდიშის მოხდას ითხოვენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები