LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიაში დედოფალ ელისაბედისა და პრინცესა შარლოტას საოცარ მსგავსებაზე საუბრობენ (ფოტო)

51

ის, რომ პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქალიშვილი, პრინცესა შარლოტა საოცრად ჰგავს თავის დიდ ბებიას, ბევრჯერ დაიწერა. დღეს კი მედია სხვა მსგავსებებზეც საუბრობს. მაგალითად, ცნობილი გახდა, რომ პატარა პრინცესას ძალიან მოსწონს ცხენით ჯირითი, რითაც ასევე ჰგავს დედოფალ ელისაბედს.

კანადაში ვიზიტის დროს პატარა შარლოტა მშობლებთან ერთად სამხედროებს სტუმრობდა. გოგონას აქ უამრავი გასართობი დახვდა, თუმცა პრინცესას ყურადღება ძაღლმა მიიქცია. გაირკვა, რომ დიდი ბებიის მსგავსად შარლოტასაც ძალიან უყვარს ოთხფეხა მეგობრები და მათთან დიდ დროს ატარებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია პრინცესა შარლოტას ნათლობა. პატარა მონარქს სწორედ ისეთი პერანგი ეცვა ნათლობაში, როგორიც ერთ დროს დედოფალ ელისაბედს. შედარებისთვის ინტერნეტში დედოფალ ვიქტორიასა და ქეით მიდლტონის ფოტოებიც გამოაქვეყნეს.

ცნობილია ის ფაქტიც, რომ დედოფალი ელისაბედი სპორტის დიდი მოყვარულია. თუ გავიხსენებთ პრინც უილიამის ბოლო ინტერვიუს, ის ამბობს რომ შარლოტა საკმაოდ სპორტული ბავშვია და ამით პრინც ჯორჯისგანაც კი გამოირჩევა. ეს შედარებისთვის კიდევ ერთი კარგი მაგალითია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები