LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი ალექსანდრე მაკქუინისა და სტელა მაკარტნის ულამაზეს კაბებში (ფოტო)

106

მეგან მარკლი შაბათ-კვირას ორჯერ მოექცა მედიის ყირადღების ცენტრში. ის დედოფალ ელისაბედის იუბილეზე გამოჩნდა, რომელიც ბრიტანეთში წელს განსაკუთრებულად აღინიშნა. სპეციალურად გამართულ საიუბილეო საღამოზე,  კაილი მონოუგმა, სტინგმა და ტომ ჯონსმა იმღერეს. დედოფლის საპატივცემულოდ ორგანიზებულ კონცერტზე მეგან მარკლიმ აქცენტი კვლავ კლასიკურ სტილზე გააკეთა და სტელა მაკარტნის მინიატურულ, მუქი ლურჯი ფერის კაბაში გამოჩნდა. ამავე ფერის მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან და  Naeem Khan-ის ბრენდის ხელჩანთასთან ერთად მეგანი შეუდარებელი იყო. საინტერესოა, რომ კაბა სტელა მაკარტნის კოლექციიდან 1600 დოლარი ღირს, ხოლო ჩანთის ღირებულება 3400 დოლარია.

ცოტა ხნით ადრე პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სიდნეიში ინკლუზიური თამაშების გახსნას დაესწრნენ. ავსტრალიაში ვიზიტისას მეგანმა ჰაეროვანი მწვანე კაბა შეარჩია, რომელიც ყვავილებით იყო დაპრინტული, ანსამბლს კი ალექსანდრე მაკქუინის შავი მოსასხამი ასრულებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები