LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი ლონდონში პიპა მიდლტონის ქორწილისთვის ჩაფრინდა

86

ქეით მიდლტონის დის, პიპა მიდლტონისა და მისი საქმროს, ჯეიმს მეთიუზის ქორწილამდე რამდენიმე დღე რჩება. ცერემონია 20 მაისს არის დაგეგმილი და სპეციალურად ამ მიზეზით დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს ამ დღეებში მეგან მარკლი ესტუმრა. მისი და პრინც ჰარის ერთად გამოჩენას ქორწილის მთავარ ინტრიგად მიიჩნევენ, ამიტომ წყვილის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდია.

პაპარაცებმა მეგანი ჰითროუს აეროპორტში გადაიღეს, საიდანაც ის პირდაპირ კენსინგტონის სასახლეში წაიყვანეს. პაპარაცების დიდი იმედის მიუხედავად, ჰარი საყვარელ ქალს აეროპორტში არ დახვედრია.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად პიპა მეგანის დაპატიჟებაზე უარს აცხადებდა, თუმცა მოგვიანებით მან გადაწყვეტილება შეცვალა. ოფიციალურ ცერემონიაზე ჰარი მარტო იქნება, რადგან მარკლი არც მისი ცოლი და არც საცოლეა. წყვილი ერთად ყოფნას მხოლოდ ბანკეტზე შეძლებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები