LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლი ქეით მიდლტონს ბაძავს

476

მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ პრინც ჰარის რჩეული გაიცნო, დასავლური მედია სულ უფრო მეტ საერთოს ხედავს მსახიობსა და კემბრიჯის ჰერცოგინიას, ქეით მიდლტონს შორის. კერძოდ კი, ჟურნალისტები წერენ, რომ მეგანს ქეითის მსგავსად მუქი ლურჯი ტანსაცმელი მოსწონს, თუმცა მისგან განსხვავებით მას მკვეთრი აქსესუარებით აწყობს.

ცოტა ხნის წინ მეგანი თეთრ კომბინეზონშიც გამოჩნდა, რომელიც ძალიან ჰგავდა მიდლტონის ჩაცმულობას ფილმის „ქუჩის კატა სახელად ბობი“ პრემიერაზე.

დასავლელმა ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს იმასაც, რომ პრინცის გაცნობამდე ის ჰერცოგინიას „სამეფო ჩვეულებებს“ ბაძავდა. მაგალითად, 2012 წელს, ერთ-ერთ ღონისძიებაზე მას ეცვა კაბა მოშიშვლებული მხრებით, რომელიც ქეითის ერთ-ერთ უსაყვარლეს სტილს წარმოადგენს (ასეთი სტილის კაბა მიდლტონს BAFTA 2017-ზე ეცვა).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები