LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის დედას უკვე პირადი მცველი ჰყავს (ფოტო)

165

მას შემდეგ, რაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ ოფიციალურად განაცხადეს ნიშნობის შესახებ, მედიის ყურადღებას ყველა დეტალი იქცევს. ამჯერად პაპარაცებმა მსახიობის დედა გადაიღეს, რომელიც ლოს-ანჯელესის სახლიდან იოგაზე მიიჩქაროდა. 61 წლის დორია რეგლანდი სპორტულ სამოსში იყო გამოწყობილი და ფოტოებიდან ჩანს, რომ მას უკვე პირადი მცველი ჰყავს. ცნობილია, რომ მეგან მარკლის სახლის დაცვა ნიშნობის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს.

საინტერესოა, რომ მეგან მარკლი დორია რეგლანდისა და ტომას მარკლის ერთადერთი შვილია. წყვილი მაშინ დაშორდა, როცა მეგანი მხოლოდ 6 წლის იყო. ნიშნობის შესახებ ინფორმაციას ყოფილი მეუღლეები ერთად გამოეხმაურნენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მშობლები იზიარებენ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის სიხარულს და მათ დიდ ბედნიერებას უსურვებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები