LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის თხოვნით პრინცი ჰარი ქორწილამდე მკაცრ დიეტაზე დაჯდა

55

ცნობილი ხდება, რომ ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე პრინცმა ჰარიმ მოწევას თავი დაანება და ძვირადღირებულ ფიტნეს-ცენტრსაც მიაკითხა, რათა 19 მაისს ფორმაში იყოს. ის მკაცრ დიეტასაც იცავს და ამის ინიციატორი ჰარის საცოლე, მეგან მარკლია. როგორც ინსაიდერები ამბობენ, 33 წლის ჰარი მხოლოდ დაბალკალორიულ საკვებსა და ხილის წვენს მიირთმევს. რაც შეეხება ნახშირწყლებსა და ცხიმებს, ჰარიმ მათზე უარი თქვა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰარის წონის პრობლემა არასოდეს ქონია, ქორწილისთვის ის საგრძნობლად გამხდარი იქნება. ცნობილია, რომ მას და პრინც უილიამს არაჯასანღი საკვები ბავშვობიდან უყვარდათ. ისინი არაერთხელ გადაიღეს, როცა ჰამბურგერსა და პიცას მიირთმევდნენ. რაც შეეხება მეგან მარკლის, როგორც იოგის თაყვანისმცემელი, ის მხოლოდ მცენარეულ საკვებს ანიჭებს უპირატესობას. მის რაციონში არასოდეს ყოფილა მავნე საკვები, მათ შორის კარტოფილი, ტკბილეული და ღვინოც კი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები