LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა

39

მექსიკაში 8.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას მექსიკის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი გვატემალის საზღვრის სიახლოვეს, 33 კილომეტრის სიღრმესა და ქალაქ პიხიხიაპანიდან 123 კილომეტრში აღინიშნა. ეს მექსიკაში ბოლო 100 წელიწადში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა.

მექსიკის პრეზიდენტის განცხადებით, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ბიძგების გამეორებაა მოსალოდნელი, რის გამოც მოსახლეობამ საცხოვრებლების სტრუქტურული დაზიანება და ბუნებრივი აირის სისტემა უნდა შეამოწმოს. 

ქვეყნის მასშტაბით, 11 შტატში სკოლები დახურულია, მათ შორის დედაქალაქ მეხიკოშიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები