LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბიშვილის მიერ მოხდილი სასჯელი საკმარისია, კომისიამ მის გათავისუფლებაზე რომ იმსჯელოს – ადვოკატი

139

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის, განცხადებით, ვანო მერაბიშვილს აქვს მოხდილი მისჯილი სასჯელის ის ნაწილი, რაც საკმარისია იმისთვის, რომ კომისიამ იმსჯელოს მის ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

როგორც ჩივიაშვილმა „ფორტუნას“ განუცხადა, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე.

„ჩვენ ველოდებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და, დიდი ალბათობით, ხელისუფლება იძულებული იქნება, რომ გაათავისუფლოს.  კომისია ვალდებულია, იმსჯელოს მაშინ, როცა ეს პერიოდი დგება და პირს სასჯელის საკმარისი ოდენობა მოხდილი აქვს. მიმართავს ეს პირი თუ არა, ამის მიუხედავად,“  – აღნიშნა ჩივიაშვილმა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში კი ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და როგორც „ფორტუნას“ უთხრეს, კომისია არ არის ვალდებული, ვანო მერაბიშვილის საკითხი განიხილოს, რადგან არ დამდგარა შესაბამისი პერიოდი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები