LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მერაბიშვილს ალბათ სჯერა, რასაც ისმენს ტელევიზორში, ხაბეიშვილი ან მე რაზეც ვსაუბრობთ ხოლმე“ – ირაკლი ფავლენიშვილი

254
irakli-favlenishvili_w_h

„ბატონი ვანო თავადვე აცხადებს, რომ არანაირი შემხებლობა მას ქართულ პოლიტიკასთან არ აქვს და რასაც საუბრობს არის მისი სუბიექტური აზრები“, – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში “დღის თემა”ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

ფავლენიშვილი ამბობს, რომ პარტიის ნებისმიერ მხარდამჭერს შეუძლია ჰქონდეს საკუთარი პოზიცია. მექანიზმი კი, რომლითაც მათ საჯაროდ საკუთარი აზრების დაფიქსირებას აუკრძალავთ არ არსებობს.

„ვანო მერაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აქციები იქნება, მე ვიქნები ორგანიზატორიო არ უთქვამს. ნაციონალური მოძრაობის ყველა მხარდამჭერს აქვს უფლება თქვას, რომ პარტია გააგრძელებს ბრძოლას. ჩვენ ვამბობთ რომ აქციები იქნება და ბრძოლა გაგრძელდება. მას ალბათ სჯერა რასაც ისმენს ტელევიზორში ლევან ხაბეიშვილი ან მე რაზედაც ვსაუბრობთ ხოლმე. როცა ჰკითხავდნენ რა იგეგმება ქვეყანაში, იტყოდა იმას, რასაც ტელევიზორში ისმენს“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ვანო მერაბიშვილი: ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა

ვანო მერაბიშვილი მიმართვას ავრცელებს: მე არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი, ჩემი სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას

ენმ-ს კიდევ ერთი წევრი ბაჩო დოლიძე კი ამბობს, რომ მერაბიშვილი ყველა ინტერვიუში პარტიის სახელით საუბრობს.

„გაუგებარი იყო რაც მოვისმინე,  დაბრალება იმის, რომ თურმე ჩვენ არასათანადოდ აქტიურები ვიყავით უკრაინასთან მიმართებაში, მაშინ, როცა უამრავი ვიზიტი გვქონდა სხვა და სხვა ქალაქში. რად უნდა ასეთი ტყუილები არ ვიცი.

ვანო მერაბიშვილი: მე, როგორც ქართველს, მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს, არ არის უკრაინის მოკავშირე ამ ომში

მერაბიშვილი ყველა ინტერვიუში პარტიის სახელით საუბრობს სამომავლო გეგმებზე, არ მგონია ცალკე მდგომ ინდივიდს ამდენი ინფორმაცია ჰქონდეს პარტიის გეგმასთან დაკავშირებით. ვანოს რესურსი არის ნულის ტოლფასი. ის თავისი აქტივობებით საერთო საქმეს აფუჭებს, თავისი განცხადებებით არაფერი კარგი არ მოაქვს“ – განაცხადა ბაჩო დოლიძემ გადაცემაში „დღის თემა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები