LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო მერაბიშვილი მიმართვას ავრცელებს: მე არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი, ჩემი სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას

163
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (13)

„მე არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი. ჩემ სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას,“ – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ვანო მერაბიშვილი: ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ ვიმყოფები და ზოგადადაც ჩემს ყოველდღიურობაში ქართველი პოლიტიკოსების მოსმენაზე ძალიან მცირე დროს ვკარგავ, მაინც მომხვდა თვალში ქ. ოცნების კომიკური მცდელობა – ყველგან და ყოველთვის, უკონტექსტოდ და ფეიქ ნიუსებით ახსენონ ვანო მერაბიშვილი.

კიდევ ერთხელ, მე არ ვარ საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ ვარ საქართველოს პატრიოტი. ჩემი სახელის თვითმიზნური ხსენება და ტყუილების მოგონება ვერ შეცვლის რეალობას.

რეალობა არის ის რომ საქართველო იქნება ევროპაში, ერთიანი და მშვიდობიანი,“ – წერს ვანო მერაბიშვილი.

ვანო მერაბიშვილი: მე, როგორც ქართველს, მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს, არ არის უკრაინის მოკავშირე ამ ომში

ვანო მერაბიშვილი: საქართველოს ქუჩებიდან ზეწოლა და ოპოზიციური მოძრაობების გაძლიერება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას დაეხმარება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g