LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო მერაბიშვილი: მე, როგორც ქართველს, მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს, არ არის უკრაინის მოკავშირე ამ ომში

252
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (10)

მე, როგორც ქართველს, მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს, არ არის უკრაინის მოკავშირე ამ ომში, არ არის მისი მთავარი მოკავშირე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს „უკრინფორმის“ მედიაცენტრში განაცხადა, სადაც გლობალური ინიციატივის, SAVE MISHA-ს თემაზე დისკუსია გაიმართა.

ვანო მერაბიშვილი: ვაპირებთ, დავიწყოთ მასობრივი საპროტესტო აქციები, ჩვენი მთავარი მიზანია მთავრობის შეცვლა

„რამდენიმე წლის წინ თუ ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარებოდა „ქართული ოცნების“ პრორუსულ ორიენტაციაში, დღეს უკვე აღარავის უჩნდება კითხვა. მეტიც, 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც ომი დაიწყო, ბევრისთვის გასაკვირად, საქართველოს მთავრობამ აშკარად პრორუსული პოლიტიკა აირჩია. და მე, როგორც ქართველს, მრცხვენია, რომ საქართველო არ მონაწილეობს, არ არის უკრაინის მოკავშირე ამ ომში, არ არის მისი მთავარი მოკავშირე, რადგან საქართველომ ძალიან ბევრი გადაიხადა თავისუფლებისთვის, ევროპული ორიენტაციისთვის და ახლა, როდესაც წყდება მთელი ევროპის ბედი, საქართველო პრაქტიკულად არის რუსეთის მოკავშირე“, – აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g