LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერვედფინალის სიმბოლური: სამი ქალაქელი და სხვები

46

ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალები სრულად გაიმართა და უეფამაც ტრადიციული სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი წარმომადგენელი “მანჩესტერ სიტის” ჰყავს, ინგლისური გუნდიდან 3 მოთამაშე გამოარჩიეს.

აღნიშნულ სიმბოლურში მოგებული გუნდებიდან ვერ მოხვდნენ მადრიდის “რეალის” და “სევილიას” ფეხბურთელები. რვა თამაშიდან ფრედ არცერთი დასრულდა და წაგებული გუნდიდან მხოლოდ “მონაკოს” თავდამსხმელი რადამელ ფალკაო გამოარჩიეს.

 

მეკარე: ედერსონი (“ბენფიკა”)

მცველები: ალექს სანდრო (“იუვენტუსი”), ლუიზაო (“ბენფიკა”), ტომა მუნიე (პსჟ)

ნახევარმცველი: ლეროი სანე (“მანჩესტერ სიტი”), ანხელ დი მარია (პსჟ), ტიაგო ალკანტარა (“ბაიერნი”), რაჰიმ სტერლინგი (“მანჩესტერ სიტი”)

თავდამსხმელები: რადამელ ფალკაო (“მონაკო”), კევინ გამეირო (“ატლეტიკო”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები