LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესაზღვრეებს პირადად სააკაშვილისთვის სურთ პროტოკოლის გადაცემა

69

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებთან განმარტეს, თუ რატომ მივიდნენ პოლიციასთან ერთად იმ სასტუმროში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გაჩერდა.

ლვოვში, სასტუმრო „ლეოპოლისში“, სადაც მიხეილ სააკაშვილი გაჩერდა, მესაზღვრეები და პოლიციელები მივიდნენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, თუმცა მესაზღვრეებს პირადად სააკაშვილისთვის სურთ პროტოკოლის გადაცემა.

„ჩვენ პოლიციის თანამშრომლები გამოვიძახეთ, რათა მათ უზრუნველყონ ჩვენი უფლებამოსილება გავაფორმოთ დოკუმენტი იმის შესახებ, რომ სააკაშვილმა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნა დაარღვია და არაკანონიერად მოხვდა უკრაინის ტერიტორიაზე.

“წარმოება ხდება „სახელმწიფო საზღვრის ჯგუფური დარღვევის“ მუხლით. ეს ადმინისტრაციული კოდექსია,“ – განაცხადა სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები