LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეშახტეების ხელფასების საკითხი სამუშაო ფორმატში უნდა შეთანხმდეს – ეკა ბესელია

59

მინდელის შახტში დასაქმებულთა ანაზღაურების საკითხზე შესაბამისი სამინისტრო და ამ პროცესის წარმომადგენლები სამუშაო ფორმატში უნდა შეთანხმდნენ,  – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი სამუშაო პროცესში უნდა გადავიდეს.

„შესაბამისი სამინისტრო და ამ პროცესის წარმომადგენლები ღია და სამუშაო დიალოგის ფორმატში უნდა შეთანხმდნენ, რომ პირობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და განცხადება, რაც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა,  უზრუნველყოფილი და რეალიზებული იყოს დასაქმებული ადამიანებისთვის შრომითი პირობების დაცვის კუთხით. ხელფასებთან დაკავშირებითაც შეთანხმება უნდა შედგეს და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი უკვე სამუშაო პროცესშია გადასატანი,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მინდელის შახშტი გუშინ მომხდარ შემთხვევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები