LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი, მესი, მესი: ლეომ ახალი რეკორდები განაახლა

28

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურის მატჩში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე პსვ 4:0 გაანადგურა.
ანგარიში ამ შეხვედრაში საჯარიმოდან მესიმ გახსნა და 2018/1/2019 წლების გათამაშებაზე პირველი გოლი გაიტანა.
ისედაც ყველაფრის მომგებმი მესი ახალ სიმაღლეებს ეპოტინება და გამოსდის კიდეც. აგერ ფაქტები:

მესი პირველია ისტორიაში, რომელმაც ლიგაზე მერვე ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

მესიმ 42-ე ჰეთ-თრიკი შეასრულა „ბარსელონაში“.

მესიმ საჯარიმოებიდან 42 გოლი გაიტანა. უფრო მეტი, ვიდრე რობერტო კარლოსმა, პლატინიმ, პირლომ, რივალდომ და რიკელმემ.

 

ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი 103 გოლიდან მესიმ მხოლოდ 4 შეაგდო ჯარიმიდან.

მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 103 გოლი გაიატანა – ეს ერთით მეტია, ვიდრე პსვ-ს გაუტანია ამ ტურნირზე თავის ისტორიაში.

მესიმ კარიერაში 179 მეკარეს გაუტანა.

მესიმ გაიტანა 61 გოლი 64 მატჩში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. ეს ტურნირის ახალი რეკორდია.

მესი პირველია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მე-14 სეზონში გამოიჩინა თავი ერთი კლუბის რიგებში.

 

მესიმ 8 გოლი გაიტანა 2018 წელს საჯარიმოდან. კალენდარული წლის განმავლობაში მას ამაზე მეტი არ გაუტანია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები