LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის ათწლეულების გოლები: რითი აჯობა ლეომ მარადონას

68

ლეო მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე სამ სხვადასხვა ათწლეულში გაიტანა.
ლეომ ნიგერიასთან მატჩში ანგარიში გახსნა და მორიგი რეკორდი დაამყარა.

2006 წლის ჩემპიონატზე ის 18 წლის იყო, 2014 წელს – 27 წლის, ხოლო 2018 წელს – 31 წლის.

მესიმ დიდი თანამემამულის დიეგო მარადონას რეკორდიც მოხსნა. ლეომ მუნდიალებზე ფინტების რაოდენობის რეკორდი დაამყარა.
ნიგერიასთან მატჩის შემდეგ ლეოს 107 ცრუ მოძრაობა დაუგროვდა (ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე აღებული), მარადონას აქტივში კი 105 ფინტია.
მსგავს სტატისტიკას 1966 წლიდან ითვლიან.

მესი არენტინის ნაკრებთან და „ბარსელონასთან“ ერთად ჯგუფიდან ზედიზედ 23-ედ გავიდა. ის ჯერ არასოდეს გავარდნილა ჯგუფიდან.
ეს ლეომ გააკეთა ჩემპიონთა ლიგაზე, მსოფლიო პირველობაზე, კოპა ამერიკასა და ოლიმპიურ თამაშებზე.
მოკლედ, მესი ჯგუფში არავის ჩაუტოვებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები