LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგური „ვარკეთილი“ ხვალ გაიხსნება

102

მეტროს სადგური ”ვარკეთილი” მგზავრებს,  ხვალიდან მოემსახურება, თუმცა, რა დროიდან შეძლებენ მგზავრები მეტროთი სარგებლობას, ჯერჯერობით უცნობია. როგორც “ფორტუნას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მეტროში დასუფთავების სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ქვედა ვესტიბიულიდან ნაგავი გააქვთ. ასევე, ჩამოანგრიეს ჭერის ის ნაწილიც, რომელსაც შესაძლოა, მგზავრებისთვის დამატებითი პრობლემები შეექმნა.

მეტროსადგურ “ვარკეთილში”, დღეს,  დაახლოებით 10:30 საათზე ე.წ. შეკიდული ჭერი ჩამოვარდა, შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. შს სამინისტრომ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240 -ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო – სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

დაშავებული მოქალაქეების მკურნალობის ხარჯებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია დაფარავს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები