LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დაიკეტება რეაბილიტაციის გამო ვარკეთილის მეტრო – რას აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანია

234
fot (1)

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით დაკეტვა, შესაძლოა, გადავადდეს. მეტროსადგური „ვარკეთილი“, 2 თვით, ივნისი-აგვისტოს შუალედში უნდა დაკეტილიყო. სავარაუდო თარიღად 1-ელი ივლისი სახელდებოდა.

რეაბილიტაციის გამო ვარკეთილის მეტრო 2 თვით დაიკეტება

თუმცა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ვარკეთილის მეტროსადგურის დაკეტვასთან დაკავშირებით თბილისის მერია კონტრაქტორ კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ზუსტი ვადები ცნობილი მოგვიანებით გახდება.

ცნობისთვის, „ვარკეთილის“ რემონტი მუნიციპალიტეტს დაახლოებით 14 მილიონი ლარი დაუჯდება.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია აზბესტის ფილების დემონტაჟი.

შეიძლება ვიღაცამ გვითხრას – ამდენი ხნის განმავლობაში ერთი სადგური ვერ გაგიკეთებიათ, მაგრამ ჩემთვის მთავარია ადამიანების უსაფრთხოება – კალაძე ვარკეთილის სადგურის რეაბილიტაციაზე

 

 

წყარო: ipn
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები