LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე პეტრე ადასტურებს, რომ რეზიდენციაში მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი ეკიდა

120

ჭყონდიდის მიტროპოლიტი ადასტურებს, რომ რეზიდენციაში ყოფილი პრეზიდენტის პორტრეტი ეკიდა, მეუფე პეტრემ ამის შესახებ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პატრიარქის პორტრეტთან ერთად მას მიხეილ სააკაშვილის პორტრეტი უწმინდესის კურთხევით დაკიდა.

”უწმინდესის მშობლიურ სოფლეში სნოში დავიწყე ჩემი სამღვდელო მსახურება, სადაც ყოფილი კოლმეურნეობის შენობა გადაკეთდა შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრად. გახსნის დროს, მარჯვენა მხარეს ჩამოვკიდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პორტრეტი. როდესაც უწმინდესი ჩამოვიდა, პირველი შენიშვნა რაც მოგვცა იყო ის, რომ მისი პორტრეტის მოპირდაპირედ უნდა ეკიდოს უწმინდესის ნათლულის, ედუარდ შევარდნაძის, მაშინდელი პრეზიდენტის პორტრეტი. დარეკა იმწამსვე, ჩამოტანინა, ჩარჩოში ჩაასმევინა და 2000 წლის სექტემბრის შემდეგ, სოფელ სნოში, კულტურის ცენტრში, ფოიეში ეკიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და პრეზიდენტის პორტრეტები. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, უწმინდესისგან ავიღე კურთხევა, დავახატინე ახალი პრეზიდენტის პორტრეტი და ჩამოვკიდე კულტურის ცენტრში, ასევე პატრიარქის კურთხევით. 2007 წელს, როდესაც გადმოვედი მარტვილში, დედებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ ეს რაღაც კულტურა იყო, თავისი დანაზოგით შეაგროვეს თანხა, საჩუქრად გამიკეთეს პატრიარქისა და პრეზიდენტის პორტრეტები. მას შემდეგ მარტვილის რეზიდენციაში ეკიდა უწმინდესისა და პრეზიდენტის პორტრეტები, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ სნოში, 2012 წლამდე”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები