LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მღვდელთმსახურების მოტივით ჯარს თავს ვეღარ აარიდებენ: ცვლილებები კანონში

111

მღვდელმსახურების მოტივით სამხედრო-სავალდებულო სამსახურს ახალგაზრდები სავარაუდოდ თავს ვეღარ აარიდებენ. პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობას იწყებს.

ორგანიზაცია „გირჩმა“ რამდენიმე კვირის წინ, რელიგიური ორგანიზაცია დაარეგისტრირა, რომლის შექმნის მიზანი ახალგაზრდების მღვდელმსახურებად კურთხევა და ამ გზით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაა.

“შეიქმნა ხელოვნული ინსტრუმენტი კონსტიტუციური ვალდებულებისაგან თავის არიდებისთვის. არის მცდელობა კანონის გარკვეული მუხლი სამხედრო- სავალდებულო სამსახურისთვის თავის ასარიდებლად გამოიყენონ. არის რამდენიმე საშუალება, რომ კანონში მოხდეს მკაფიო განმარტება“, – განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები