LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მიხარია, რომ ნათია კვლავ გვერდში მიდგას,” – ალასანია რომანტიკულ ფოტოს აქვეყნებს

773

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია მაჟორიტარად გორში იყრის კენჭს, წინასაარჩევნოდ იგი ცოლთან, ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძესთან ერთად დროებით გორში გადავიდა საცხოვრებლად.

ნათია ფანჯიკიძე სხვა ქალაქში ცხოვრების შესახებ შთაბეჭდილებებს „ფეისბუქის“ მეგობრებს ხშირად უზიარებს და ამბობს, რომ გორსა და მის მაცხოვრებლებზე უკვე შეყვარებულია.


გორში გადაღებული ოჯახური ფოტო ირაკლი ალასანიამაც გამოაქვეყნა, ფოტოზე პოლიტიკოსი ცოლთან ერთად არის გადაღებული.

„ეს ფოტო დღეს გორში გადაგვიღეს. მიხარია, რომ ეს ადამიანი ჩემი საქმიანობის ამ დატვირთულ და გამოწვევებით სავსე პერიოდში კვლავ გვერდში მიდგას… ნათია თბილისიდან გორში ჩემთან ერთად გადმოვიდა და როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტად სწორედ მისი გვერდში დგომა მმატებს მოტივაციას, რომ გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლო! ვიბრძოლო ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის!“ – წერს ალასანია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები