LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი 19 სექტემბერს კიევში ჩასვლას გეგმავს

38

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 19 სექტემბერს კიევში ჩასვლას გეგმავს.

ამის შესახებ მან ქალაქ ჩერნივცში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინის ქალაქებში ტურნე ჩერნივციდან დაიწყო.

მე კიდევ რამდენიმე ქალაქს მოვივლი, შემდეგ კი კიევში გავემგზავრებით. 19 სექტემბერი – ეს დღე, როგორც მსმენია, მიხეილ მთავარანგელოზის დღეა, კიევის მფარველის. სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ კიევი!“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, კიევში უკრაინის წინსვლა დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები