LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვარს მატარებლით გადაკვეთს

105

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის საზღვარს მატარებლით გადაკვეთს.

განცხადება ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ გააკეთა და გეგმის შეცვლის გადაწყვეტილება პროვოკაციების თავიდან აცილებით ახსნა.

“ჩვენი გეგმა იყო მკაფიო, მივემართებოდით საზღვრისკენ. ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მოვიდნენ იმის მხარდასაჭერად, რომ ქვეყანაში იყოს თავისუფლება და არ შეიქმნას ახალი დიქტატურა, მაგრამ ასევე არიან ტიტუშკებიც და არის პროვოკაციის გეგმა, რომელიც გაცხადებული იქნა სხვადასხვა პირების – პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ავაკოვისა და სხვა პირების მიერ. რათა თავიდან აცილებული იყო პროვოკაცია, ახლა ყველა ვთანხმდებით, რომ ყველა გავემგზავროთ ერთად მატარებლით, რათა გადავკვეთოთ საზღვარი,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ის ამ წუთებში მხარდამჭერებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად უკვე  მატარებლის  ბაქანზე იმყოფება.

პოპულალურები