LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მილიარდზე მეტი: ევროპაში ფეხბურთელებზე ფული არ ენანებათ

42

ევროპულმა კლუბებმა ამ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე 1.1 მილიარდ ევროზე მეტი დახარჯეს.
საუბარია ხუთ წამყვან ლიგაზე. ზაფხული და სატრანსფერო ფანჯარა კი ჯერ არ დასრულებულა.

ყველაზე მეტი ფული ინგლისში დახარჯეს – 600 მილიონი. ნისლიან ალბიონზე ”მანჩესტერ იუნაიტედი” და ”ლივერპული” ლიდერობენ (80 მილიონი). ჩემპიონშიპში მნიშვნელოვანი ხარჯი გასწია ”ნიუკასლმა” (40 მილინი). ”ჯორდებმა” უკვე დახარჯეს იმაზე მეტი, ვიდრე ესპანეთის პრიმერას 15 გუნდმა ერთად.

მეორე ადგილზეა ბუნდესლიგა – 434 მილიონი. ყველაზე მეტი ფული ახალ ფეხბურთელებში დორტმუნდის ”ბორუსიამ” ჩადო – 113 მილიონი. ”ბაიერნმა” 73 მილიონი დახარჯა.

მესამეა იტალიის სერია ა (417 მილიონი). აქ ”იუვენტუსი” გამოირჩევა (112 მილიონი).

ესპანეთში ტრანსფერებზე 288 მილიონი დაიხარჯა. 75 – ”ბარსელონას” ანგარიშზეა, 49 – ”ატლეტიკოზე” და 30 – ”რეალზე” მოდის.

საფრანგეთის ლიგა 1-ში ახალ შენაძენებზე 144 მილიონი გაიღეს.

 

14695480286880

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები