LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმართვა პრემიერს: ჯიგარი არა გაქვს?… ერთი დღე ნუ წახვალ იმ სტრასბურგში(ვიდეო)

50

კახელი გლეხი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს. ვიდეომიმართვას ტელეკომპანია “რუსთავი 2″ავრცელებს.

 “პრემიერს მივმართავ. ბატონო გიორგი, კახელი კაცი არა ხარ? ჯიგარი არა გაქვს? ჩამოდი ერთი ნახე რა მდგომარეობაშია შენი მშობლიური კახეთი. ერთი დღე ნუ წახვალ იმ სტრასბურში… ნუ უჯერებ სოფლის მეურნეობის მინისტრს და ჩვენ გუბერნატორს. ჩამოდი და შენი თვალით ნახე, რა მდგომარეობაშია შენი კახეთი”, – მიმართავს გლეხი პრემიერს.

კახეთში, განადგურებული ატმის მოსავლის გამო, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. კახეთში რეგიონში ჩაბარების სეზონი უკვე დაიწყო, მაგრამ ადგილობრივი ფერმერები კვლავ დაბალ ფასს და გასაღების ბაზრის არარსებობას უჩივიან. ადგილობრივი მაცხოვრებლები მოსავლის მოყვანაზე დახარჯული თანხის ანაზღაურებასაც ვერ ახერხებს.

პოპულალურები