LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმდინარე კვირას პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება

55

მიმდინარე კვირას პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება. სესია 6 თებერვალს ბიუროს სხდომით გაიხსნება. სავარაუდოდ, 7 თებერვალს საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა გაიმართება, რაზეც გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს.

საგაზაფხულო სესიის დასაწყისში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები იქნება, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს უკან დაუბრუნა.

რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს პარლამენტი 15 დღის ვადაში იხილავს.
სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას, პირველი მოსმენით განიხილავენ “სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში დეპუტატთა ეთიკის კოდექსის მიღება იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები