LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრი ახალი სახელმძღვანელოების ხარისხზე პასუხისმგებლობას თავად იღებს

79

განათლებისა და მენციერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გამომცემლობების პრეტენზიებს კიდევ ერთხელ პასუხობს.

„გამომცემლობებმა,  რომლებსაც ყველაზე მეტი პრეტენზია აქვთ, თავის დროზე შეძლეს, მაღალ ფასად ცუდი სახელმძღვანელოების შეექმნათ. ამიტომ მათი წუხილი სახელმძღვანელოების ხარისხზე, ჩემი აზრით, უადგილოა,“ – ამბობს მინისტრი.

ჯეჯელავა დარწმუნებულია,  რომ სახელმძღვანელოები იქნება ძალიან მაღალი ხარისხის და ამაზე პასუხმგებლობას თავად იღებს.

გამომცემლების კიდევ ერთ პრეტენზიას, სახელმძღვბანელოების კონტენტის ტენდერზე, მინისტრი პასუხობს, რომ მისი უწყება ჯერ აარჩევს საუკეთესო სახელმძღვანელოებს და საუკეთესოებში აირჩევა ყველაზე დაბალი ფასის მქონე.

გრიფირების პროცესი უკვე  გამოცხადდა.  ახალი, გრიფირებული სახელმძღვანელოები 1-6 კლასებში 2018-2019 სასწავლო წლიდან შევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები