LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინისტრთა კაბინეტი გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

71

მინისტრთა კაბინეტი გუშინ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მოვლენები გადავიდა დიალოგის რეჟიმში.

გუშინ არ მოხდა დაპირისპირება. აბსოლუტურად მშვიდობიანად მოხდა, როგორც აქციის, ასევე კონტრაქციის დაშლა და რა თქმა უნდა, შენარჩუნდა, როგორც გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობა ორივე მხარისთვის, ასევე ის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი გადასულიყო დიალოგის რეჟიმში. ვფიქრობ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა თავისი აზრის გამოთქმის და სახელმწიფო, მთავრობა კი აფასებს ადამიანების უფლებებს, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის შეფასებით, მთავარი მიზანია, რაც შიძლება ნაკლები იყოს ნარკოტიკების მოხმარება და მსხვერპლი. სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ ლიბერალური მიდგომა სასიკეთო შედეგს გამოიღებს.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ნაკლები იყოს ნარკოტიკების მოხმარება და მსხვერპლი. ყველაზე მეტად ჩემი პირადი დამოკიდებულების გამოხატვა მიჭირს, რადგან იმ პერიოდიდან მოვდივარ, როდესაც ასეულობით ახალგაზრდა დაიღუპა ნარკოტიკების გამო. ამიტომ, ძალიან მეშინია, ზოგადად, ამ თემის, თუმცა, იმასაც კარგად ვაცნობიერებ, რომ ამ მიდგომით შედეგი არ დადგება. ამ შემთხვევაში ვენდობი იმ გუნდს, რომელშიც ამბობენ, რომ ლიბერალური მიდგომით დადებენ უკეთეს შედეგს ქვეყნისთვის და ჩვენი ახალგაზრდებისთვის, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე დარწმუნებულია, რომ სწორედ დიალოგით იქნება შესაძლებელი საერთო ენის გამოძებნა.

„მინდა, პირველ რიგში, ხაზი გავუსვა სამართალდამცველების პროფესიონალიზმს. მათ უზრუნველყვეს გუშინ მშვიდობითა და უსაფრთხოების დაცვით მოქალაქეების აზრის გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვა. რაც შეეხება მთავრობისა და დემონსტრანტების დიალოგს, ესეც ჩვენი დემოკრატიის მაღალი ხარისხის გამოვლინება იყო. მივესალმები შინაგან საქმეთა მინისტრის, ბატონი გახარიას მიმართვას და მზაობას დიალოგისკენ. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ დიალოგით იქნება შესაძლებელი საერთო ენის გამოძებნა. ქვეყანა უნდა ვითარდებოდეს თავისუფალ გარემოში და ჩვენი თითოეული მოქალაქის უფლება და აზრის გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, – განაცხადა ჯანელიძემ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები