LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუბარი: „ვეჭვობთ, ევროკავშირის პრესსპიკერმა გაგვაფრთხილა, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე შესწორებებს თუ მივიღებთ, იქნებიან მკაცრი სასამართლო სისტემასა თუ სხვა მიმართულებით“

131
სოზარ სუბარი

„ვეჭვობთ, ევროკავშირის პრესსპიკერმა გაგვაფრთხილა, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე შესწორებებს თუ მივიღებთ, იქნებიან მკაცრი სასამართლო სისტემასა თუ სხვა მიმართულებით“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, იმედოვნებს, არავინ მოითხოვს საქართველოსგან იმას, რაც არ არის მიღებული არცერთ ევროპულ ქვეყანაში. ამასთან, სუბარის თქმით, სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია და მასში ჩარევა დაუშვებელია.

„ჩვენი პასუხისმგებლობაა, დავიცვათ ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება, როგორი არატრადიციული ცხოვრების წესიც არ უნდა გააჩნდეთ და ასევე ძალიან პრინციპულად დავიცვათ ოჯახური ღირებულებები“ – მამუკა მდინარაძე

„ვეტინგი“ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა, გარდა ორი ქვეყნისა და ორივეგან უაღრესად უარყოფითი შეფასება გამოიწვია. ერთ-ერთი შვედური ინსტიტუტის მიერ დღეს კვლევა გამოქვეყნდა, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემაზე კითხვები, პრაქტიკულად არ არსებობს.

ეს კვლევა აჩვენებს იმასაც, რომ ევროკავშირის წევრ 13 ქვეყანაზე უფრო მაღალია საქართველოს სასამართლოს მიმართ ნდობა და უფრო მაღალი ყველა კანდიდატ ქვეყანაში. საქართველო მსოფლიოში ოცეულში შედის. „ვეტინგი“ და კეთილსინდისიერების კვლევა ჯერ იმ სახელმწიფოებში ჩაატარონ, რომლებიც რეიტინგებში საქართველოზე დაბლა დგანან. მაგალითად, ასეთია ლიტვა და იტალია.

მეგრელიშვილი: „ტექსტი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, არის აბსურდი და ადამიანის უფლებების შემზღუდავი – ადამიანს აქვს სრული უფლება თავის სხეულს როგორც უნდა ისე მოექცეს“

იქ კარგად თუ ჩატარდება, ჩავთვლით, რომ კარგი ყოფილა. სასამართლო სისტემა იმიტომ არის დამოუკიდებელი, რომ მასში ჩარევა არ უნდა მოხდეს. მით უმეტეს, როცა საუბარია, რომ „ვეტინგი“ უნდა ჩაატარონ არა საქართველოს მოქალაქეებმა, არამედ უცხო ქვეყნის ელჩებმა თუ მოწვეულმა სპეციალისტებმა.

ეს ნიშნავს უარის თქმას არა მხოლოდ სასამართლოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე, საქართველოს სუვერენიტეტზე, რაც დაუშვებელია, ეს არ მოხდება.

ძალიან უცნაური იყო, რომ ყველამ როცა იცოდა, დღეს ჩვენი ინიციატივა უნდა გამოქვეყნებულიყო, ევროკავშირის პრესსპიკერმა დაასწრო და განცხადება გააკეთა, სადაც სიტყვა „ვეტინგი“ არ უხსენებია, მაგრამ კეთილსინდისიერების შემოწმება პირდაპირ დააკავშირა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ნაბიჯებთან.

ასევე ნახეთ

„ამგვარი სისტემა ზღუდავს მოსამართლის დამოუკიდებლობას, აჩენს უდიდეს რისკებს, რომ შემოწმების დროს, მით უმეტეს, არაკეთილსინდისიერი შემოწმების დროს, დაიჩაგროს მოსამართლე, რომელიც, სინამდვილეში, კეთილსინდისიერია.“

არადა, ამას ცხრა ნაბიჯი ნამდვილად არ გულისხმობს. ბუნებრივია, სერიოზული ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ეს იყო დასწრება და საქართველოს გაფრთხილება, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე შესწორებებს თუ მიიღებთ, ამ შემთხვევაში, თქვენთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი ვიქნებით სასამართლო სისტემასა თუ სხვა მიმართულებაში.

იმედი მაქვს, ეს დაკავშირება არ მოხდება და არავინ მოითხოვს საქართველოსგან იმას, რაც არ არის მიღებული არცერთ ევროპულ ქვეყანაში“. – განაცხადა სოზარ სუბარმა.

„საქართველოს სჭირდება კეთილსინდისიერების შემოწმების განსაკუთრებული სისტემის შექმნა უმაღლეს პოზიციების მქონე პირებისთვის სასამართლო სისტემაში, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით“ – პიტერ სტანო

ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.

აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა – კიდევ რას ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ მიერ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები

პოპულალურები