LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშა, ძვირფასო, რით ვერ გააცნობიერე, ივანიშვილის თამაშში საფრთხობელას როლს ასრულებ – გიგი უგულავა

122

“მიშა, ძვირფასო, როცა არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა და სხვა ოპოზიციურ პარტიას აკრიტიკებ, ივანიშვილის თამაშს თამაშობ,” – ამ განცხადებით “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, სოციალურ ქსელში პასუხობს.

მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი2”-თან ინტერვიუში “ევროპული საქართველო” ბიძინა ივანიშვილის ინტერწსების გატარებაში დაადანაშაულა.

გიგი უგულავამ კი მიხეილ სააკაშვილი  საპასუხოდ საფრთხობელას შეადარა.

“როცა ოცნება ხალხს შენი დაბრუნებით, არეულობით აშინებს და ეს, სამწუხაროდ, მუშაობს, შენ ზღვის გადმოცურვით იმუქრები, თან იძახი, პოლიცია და ჯარი ჩემს მხარესაა, ივანიშვილის თამაშს თამაშობ. როცა შენს თანაგუნდელებს ეუბნები – თქვენ თუ მოიგეთ, მე ამით რა სარგებელი მაქვსო, ივანიშვილის წისქვილზე ასხამ წყალს. რით ვერ გააცნობიერე, რომ საფრთხობელას როლს ასრულებ ივანიშვილის თამაშში.
აღარ ვაპირებთ, შენი და შენი მეგობრების წელს ქვევით პრწკენებზე ბევრი დრო დავხარჯოთ. არჩევნებია და ოცნებას ამ საჩუქარს არ გავუკეთებ. როცა შენი პარტიის დღევანდელი ლიდერი შენს მინისტრს (რომელთანაც ყველანაირად ვალში ხარ) “ყაჩაღს” უწოდებს, ჟურნლისტებს გაურბიხარ, საქართველო მე არ მეხებაო. ახლა არჩევნების წინ ორღობესავით ჭორაობ ქართულ პოლიტიკაზე და პარტიებზე, გაუცნობიერებლად ივანიშვილის უკეთებ საქმეს. ჩამოყალიბდი, რა გინდა. გულწრფელად მძიმე საყურებელია შენი ეს ასტრონომიული დეგრადაცია.

პ.ს. ალბათ, ცოტა ხანში წასვლასაც ჩვენ დაგვაბრალებ,” – წერის გიგი უგულავა.

https://www.facebook.com/ugulavageorge/posts/1518596698234011?pnref=story

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები