LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მისტიკით მოცული პატარა ქვეყანა” – CNN საქართველოზე წერს

101

CNN საქართველოზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ „მისტიკით მოცული“ პატარა ქვეყანა არა მხოლოდ რამდენიმე კულტურის გზაჯვარედინია, არამედ მდიდარია ლამაზი ლანდშაფტით.

სტატიის ავტორი ჯენიფერ უოკერი ასახელებს ცხრა მიზეზს, რის გამოც საქართველოს აუცილებლად უნდა ეწვიოს ტურისტი.

პირველი მიზეზი თბილისია, სპარსული სტილის გოგირდის აბანოებით, თანამედროვე შენობებით და ფუტურისტული შუშების ნაგებობებით. უოკერი ხაზს უსვამს ქალაქის სიძველეს და აღნიშნავს, რომ გოგირდის თბილი წყალი მიწიდან ბუნებრივად ამოდის; აბანოთუბანთან ახლოს კი შეხვდებით მართლმადიდებლურ და სომხურ ეკლესიებს, მეჩეთს, ცეცხლთაყვანისცემლების სალოცავის ნანგრევებს…

150729152331-abanotubani-tbilisi-georgia-exlarge-169

მეორე მიზეზი უშგულია, სოფელი, რომელიც ზღვის დონიდან 2.200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სოფელში არის უნიკალური კოშკები, სვანეთს კი საკუთარი უნიკალური კულტურა გააჩნია, რომელიც ქვეყნის სხვა რეგიონებისას არ ჰგავს.

სვანეთის მთავარი ქალაქი, მესტია კი შვეიცარიული კურორტის ქართული ეკვივალენტია.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც „სიენენი“ ტურისტებს საქართველოს მონახულებას ურჩევს, ღვინოა. სტატიის ავტორი ხაზს უსვამს, რომ ქვეყანა ღვინის სამშობლოა. საქართველოს აქვს მევენახეობის უძველესი ტრადიცია და ღვინის შესანახი ჭურჭელი, ქვევრი, რომელიც იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობათა ნუსხაშია შეტანილი.  ჯენიფერ უოქერი მკითხველს ინფორმაციას საფერავის, მუკუზანის და სხვა ძველი ქართული ვაზის ჯიშების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ სტალინს ძალიან უყვარდა ხვანჭკარა.

მეოთხე მიზეზი მისტიკური,  ქვაში ნაკვეთი ქალაქებია. მათგან ყველაზე ძველი – უფლისციხეა, არანაკლებ შთამბეჭდავი ლანდშაფტი და პეიზაჟებია დავით გარეჯსა და ვარძიაში.

150729154259-vardzia-georgia-exlarge-169

მეხუთე მიზეზად უოკერი ქართულ ტრადიციულ სუფრას ასახელებს. იმისთვის, რომ ქვეყანა კარგად გაიცნოთ, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ადგილობრივი, ტრადიციული საჭმელი.

„თუ არ მსხდარხართ ქართულ სუფრასთან, საქართველო არ გინახავთ,“ – ამბობს სტატიის ავტორი და განსაკუთრებით გამოყოფს ხაჭაპურს, აჭარულ ხაჭაპურს, ხინკალს და მწვადს.

მეექვსე მიზეზი, რის გამოც უცხოელებმა საქართველო უნდა ნახონ, მაღალმთიანი, შორეული სოფლებია.

ხევსურეთისა და თუშეთის გზებზე მიმავალი ადამიანი ადრენალინს გამოყოფს, მუცო და შატილი კი ტოლკინის ნაწარმოებებს გაგახსენებთ.

150729153840-omalo-tusheti-georgia-exlarge-169

მეშვიდე მიზეზი ევროპის ყველაზე სიურრეალური მუზეუმი – სტალინის სახლმუზეუმია, გორში.

 მერვე მიზეზი – ულამაზესი და უძველესი ეკლესიები. ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა და აქ იუნესკო-ს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შემავალი ტაძრები, სვეტიცხოველი და ბაგრატი მდებარეობს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ყაზბეგში, მაღალი მთის წვერზე მდებარე გერგეტის სამება.

150729152657-kazbegi-georgia-exlarge-169

მეცხრე მიზეზი ქართველი ხალხი და სტუმართმოყვარეობაა. ქართველებისთვის სტუმარი საკრალურია, მათი სტუმართმოყვარეობა კი ხშირად ბევრი ღვინისა და საჭმლის შემოთავაზებით გამოიხატება, ამასთან, ეცდებიან, ყველაფერში დაგეხმარონ, რაც დაგჭირდებათ.

“როგორც საქართველოში ამბობენ, „გაუმარჯოს!“ – წერს უოკერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები