LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

CNN-ი ავრცელებს „ვივამედში“ გადაღებულ მიხეილ სააკაშვილის კადრებს

184
Capture

ტელეკომპანია CNN-მა კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის ახალი კადრები გაავრცელა, რომელშიც, სავარაუდოდ, გონების დაკარგვის ეპიზოდები მოჩანს.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაცემა CNN Tonight-ს კადრები სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა მასიმო დანჯელომ მიაწოდა.

ვიდეოები 2022 წლის 4 და 6 ოქტომბრით თარიღდება.

ვიდეომასალის ერთ ეპიზოდში ჩანს, რომ სააკაშვილი პალატაში გადაადგილების დროს იატაკზე ეცემა, მეორე შემთხვევაში კი ის საწოლიდან ვარდება და ბადრაგი მის დახმარებას ცდილობს.

ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ადვოკატი აცხადებს, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანა, რადგან უკვე არსებობს სერიოზული რისკი, რომ ის მკურნალობის შემთხვევაშიც ვეღარ გამოჯანმრთელოდება.

„როგორც ხედავთ, მისი წონის უკიდურესად კლება გრძელდება. ევროკავშირის 27 ქვეყანა სოლიდარულია მის მიმართ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. ამას მხარს უჭერს პოლონეთი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები; მას მხარს უჭერს ვოლოდიმირ ზელენსკიც. უკრაინა მზადაა ის სამკურნალოდ მიიღოს. მას სასწრაფოდ სჭირდება გადაყვანა და დეტოქსიკაციის პროცედურის ჩატარება”, – განაცხადა მასიმო დანჯელომ გადაცემაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები