LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუნხენში უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია გაიხსნა

48

მიუნხენში უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია გაიხსნა, რომელზეც საქართველოს დელეგაციას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. ინფორმაცია პრემიერმინისტრის ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, საერთაშორისო უსაფრთხოების ძირითად გამოწვევებზე მსჯელობისთვის, შეკრებილია 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური და სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მინისტრი.

კონფერენციის გახსნით სესიაზე მონაწილეებს სიტყვით მიმართეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერმა, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, საფრაგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა ფლორენს პარლიმ და სხვა ლიდერებმა.

პირველად მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, კონფერენციის თანაორგანიზებით, სპეციალურად საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომელზეც საქართველოს პრემიერმინისტრი სიტყვით გამოვა.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს პოლიტიკურ ლიდერებსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან.

უსაფრთხოების კონფერენცია 18 თებერვლამდე გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები