LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივიღეთ გადაწყვეტილება, 2020 წლისთვის 5%-დან 3%-მდე დაგვეწია ბარიერი – პრემიერი

35

როგორც კომპენსატორი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, 2020 წლისთვის 5%-დან 3%-მდე დაგვეწია ბარიერი, რათა მეტი პარტია ყოფილიყო წარმოდგენილი პარლამენტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებს გამოეხმაურა.

„აღნიშნული ცვლილებებით, კონსტიტუციით რეგულირდება შემდეგი უმნიშვნელოვანესი საკითხები:

მიწის გასხვისება აღარ იქნება შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე, შესაძლებელი იქნება მხოლოდ გრძელვადიანი იჯარით მიწის გაცემა განსაკუთრებულ შემთხვევებში;

იზრდება საპარლამენტო ოპოზიციის უფლებები, შესაძლებელი ხდება საპარლამენტო ოპოზიციის მიერ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა;

იზრდება სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა;

იზრდება შრომითი უფლებების დაცულობის ხარისხი;

მყარდება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გარანტიები;

კონსენსუსის მიღწევის მიზნით, 2018 წელს ისევ პირდაპირი წესით იქნება არჩეული პრეზიდენტი;
საბოლოო ჯამში, ამ ეტაპისთვის, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხზე – პროპორციულ სისტემაზე გადასვლის თარიღზე.

აღნიშნულ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იყო საპარლამენტო უმრავლესობაშიც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჯანსაღი და დემოკრატიული მიდგომების არსებობას ჩვენი ხელისუფლების პირობებში,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, საბოლოოდ, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების ის ნაწილიც, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს ამ საკითხთან მიმართებაში, დაეთანხმა გადაწყვეტილებას, რომ ჩვენი ქვეყანა 2024 წლიდან გადავა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ეს კონსტიტუციაში იქნება ასახული.
რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, კვირიკაშვილის თქმით, იმისთვის, რომ ვინმეს არ გასჩენოდა ეჭვი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ტიპის ცვლილება რაიმე კუთხით რომელიმე ინდივიდთან დაკავშირებული, მიიღეს გადაწყვეტილება, 2018 წელს წელს პრეზიდენტი ისევ საერთო სახალხო არჩევნებით აირჩეს.

„ამას გარდა, ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით და ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მოთხოვნა მიწის გასხვისების შეზღუდვებთან დაკავშირებით. ყველა ეს ნაბიჯი ჩვენმა ხელისუფლებამ და სახელისუფლო გუნდმა გადადგა რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის განვითარების მიზნით და ამას გარდა პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის მიზნით,“ – აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები