LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოითხოვეთ საბორტო ლეპტოპი: ინოვაცია „თურქეთის ავიახაზებისგან“

227

მოითხოვეთ საბორტო ლეპტოპი – ინოვაცია „თურქეთის ავიახაზებისგან“, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს რეისებზე გავრცელდება.

როგორც ”ფორტუნას” ავიაკომპანიიდან აცნობეს, ”თურქეთის ავიახაზები” ბიზნეს კლასის მგზავრებს ბორტზე გამოსაყენებლად ლეპტოპებს სთავაზობს.

”ავიაკომპანია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მეტ ქვეყანაში დაფრინავს, აგრძელებს ახალი და ინოვაციური გადაწყვეტილებების მიღებას მგზავრებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მიმართულებებზე, ელექტრონული ნივთების ბორტზე ატანის აკრძალვასთან დაკავშირებით. ჩვენმა ავიაკომპანიამ აშშ-ს მიმართულებებზე უკვე 6 მაისიდან შესთავაზა ბიზნეს კლასის მგზავრებს ეს სერვისი, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მიმართულებებზე კანონი 12 მაისიდან შევიდა ძალაში”, – აღნიშნეს ”თურქეთის ავიახაზებში”.

მათივე ცნობით, ახალი შეთავაზება მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს, გააგრძელონ პირადი საქმიანობა ლეპტოპებით, ან ისარგებლონ TURKISH AIRLINES-ის საბორტო გასართობი სისტემით.

”მგზავრებს, რომლებმაც ჩააბარეს საკუთარი ლეპტოპები ავიაკომპანიის ავტორიზებულ თანამშრომლებს ჩასხდომის წინ, შეუძლიათ მოითხოვონ საბორტო ლეპტოპი და ისარგებლონ შეუზღუდავად ფრენის განმავლობაში. ლეპტოპებზე მუშაობს სპეციალური უსაფრთხოების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პირადი ინფორმაციის დაცვას, ასევე, მთელი ინფორმაციის წაშლას, როგორც კი ნოუთბუქი გაითიშება. თუმცა, მგზავრებს შეუძლიათ, ადვილად დააკოპირონ შექმნილი ფაილები და შეტანილი ინფორმაცია საკუთარ USB დისკებზე”, – განუმარტეს ”ფორტუნას” ავიაკომპანიაში.

ცნობისთვის, აღნიშნული ინოვაციის დანერგვა ”თურქეთის ავიახაზებმა” მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ, უსაფრთხოების მიზნით, აკრძალეს ავიაკომპანიის ბორტზე ელექტრონული მოწყობილობების ატანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები