LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომავალი თვიდან მეხანძრეებს ხელფასი გაეზრდებათ

76

პრემიერმინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის თქმით, მომავალი თვიდან მეხანძრეების ხელფასი გაიზრდება. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც 24 საათი დგას სადარაჯოზე. ისინი აკეთებენ ძალიან მნიშვნელოვანი რისკების პრევენციას ჩვენი ქვეყნისთვის და შესაბამისად, ჩვენ რა რესურსიც ახლა გამოვძებნეთ, იმით ვაპირებთ და მათ შემდეგი თვიდან ხელფასი გაეზარდოთ,“ – განაცხადა ბახტაძემ.

მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პირველი ივლისიდან 13 200 პოლიციელს ხელფასი გაეზრდება.

მამუკა ბახტაძე 14 ივნისს “ქართულმა ოცნებამ” პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები