LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსკოვში ესპანეთის საელჩოდან თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს

69

მოსკოვში ესპანეთის საელჩოდან, აფეთქების მუქარის შემცველი ანონიმური ზარის გამო, თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს.

ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ შესაბამის სამსახურებში საკუთარმა წყარომ აცნობა.

„უცნობმა პირმა დარეკა და განაცხადა, რომ შენობა დანაღმულია,“ – აღნიშნა სააგენტოს წყარომ.

ახლა დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს, ადგილზე კინოლოგებს ელოდებიან.

დღის განმავლობაში ეს ზარი უკვე მეოცე აღმოჩნდა. ყველა ობიექტზე მიმდინარეობს შემოწმება, მაგრამ არცერთი ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები